ემბრიონის გაყინვა ვიტრიფიკაციის მეთოდით
ემბრიონის გაყინვა ვიტრიფიკაციის მეთოდით ერთ-ერთი რევოლუციური მოვლენაა რეპროდუქციულ მედიცინაში. ვიტრიფიკაცია გულისხმობს ემბრიონების სპეციალურ ხსნარებში – კრიოპროტექტანტებში ინკუბაციას და შემდეგ პირდაპირ თხევად აზოტში, -196°C -ზე მოთავსებას. ვიტრიფიკაციით გაყინული ემბრიონის გამოყენებით ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატება გაცილებით გაიზარდა.
რა დროს ხდება საჭირო ემბრიონის გაყინვა?
ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობა ქალის საშვილოსნოში ერთი, მაქსიმუმ ორი ემბრიონის გადატანას ითვალისწინებს. თუმცა, საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაციის შედეგად მიღებული კვერცხუჯრედებიდან ხშირ შემთხვევაში, ორზე მეტი ემბრიონი ვითარდება; ამიტომ მათი გადატანის შემდეგ დარჩენილი ემბრიონები იყინება.
ზოგჯერ კი პაციენტის ყველა ემბრიონი იყინება. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ექიმი ქალის საშვილოსნოს შესაბამისად მომზადებულად არ მიიჩნევს; ან როდესაც პროგესტერონის მაჩვენებელი მაღალია.
გაყინული ემბრიონების გამოყენება
ემბრიონის გაყინვა ვიტრიფიკაციით ბლასტოცისტის გათბობისას 98% გადარჩება; ხოლო მათი გადატანის შემდეგ შემთხვევათა 64.5%-ში ხდება ორსულობა.
Get a Free Online Consultation