ᲤᲔᲠᲢᲘᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲐ

მოგესხენებათ 21 საუკუნეში კარიერული წინსვლა სერიოზულ გამოწვევად იქცა და ხშირ შემთხვევაში ქალი მზად არ არის ორსულობისთვის  და სურს ამ პროცესის გადავადება

 სამწუხაროდ, მედიცინა იუწყება, რომ ასაკის მატებასთან ერთად (განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ) ქალებში იკლებს განაყოფიერების უნარი. განვითარებულმა გართულებებმა შეიძლება შეუქცევადი ხასიათიც კი მიიღოს.

ასეთ პაციენტებს ჩვენ ვთავაზობთ კვერცხუჯრედის და სპერმის გაყინვის სერვისებს. ეს მეთოდიკა შესაძლებლობას იძლევა შევინარჩუნოთ ორივე, ან ერთ-ერთი პარტნიორის გენეტიკური მასალა შემდგომი გამოყენებისთვის, იმ დროისთვის, როდესაც ისინი მზად შვილის ყოლისთვის.

კვერცხუჯრედების გაყინვა – წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის ეფექტურ მეთოდს ქალებისთვის, ვისაც ბავშვის ყოლის გადავადება სურთ. გამოცდილი, პროფესიონალი მედიკოსის მიერ პროცედურის ჩატარებისას რისკი ძალიან მცირეა. ქალების უმრავლესობა არ განიცდის არანაირ გვერდით მოვლენებს. იმ მცირე რაოდენობას კი ვისაც აღენიშნება გვერდითი მოვლენები, ისინი პრემენსტრუალური სინდრომის ნიშნების მსგავსია- თავის სუსტი ტკივილი და მცირე სპაზმები. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, განიხილეთ მასთან ერთად ყველა თქვენი კითხვა, გაუზიარეთ მას თქვენი შეშფოთების მიზეზები დაგეგმილ პროცედურასთან დაკავშირებით.

 შესაძლოა, სიმსივნური დაავადების მკურნალობამ (ქიმიოთერაპიამ, სხივურმა თერაპიამ) სპერმისა თუ კვერცხუჯრედის წარმოქმნის უნარი შეამციროს და რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება ან, ხშირ შემთხვევაში, როგორც ქალის, ისე კაცის უნაყოფობა გამოიწვიოს;

კრიოპრეზერვაცია ანუ სპერმის, კვერცხუჯრედის ან ემბრიონის შენახვა  ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დაწყებამდე უნდა მოხდეს. შესაძლოა, ამ პროცედურამ ის ერთადერთი შანსი მოგცეთ, რომელიც სიმსივნური დაავადების მკურნალობის დასრულების შემდგომ შვილის ყოლაში დაგეხმარებათ.

კრიოპრეზერვაციის წარმატების მაჩვენებელი

სპერმის გაყინვისა და გამოლღობის შემდეგ მოძრავი სპერმატოზოიდების დაახლოებით 50% ისევ მოძრავი იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ სპერმატოზოიდების რაოდენობა კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის სრულიად საკმარისია.

ერთი ეაკულატი მხოლოდ ერთი ინსემინაციისთვისაა საკმარისი, თუმცა რეპროდუქციულ კლინიკა ანიმაში შეგვიძლია ერთი ეაკულატი ბევრ კონტეინერში ისე გავყინოთ, რომ თითეული მათგანი საკმარისი რაოდენობის სპერმატოზოიდებს შეიცავდეს. ორსულობის მისაღწევად, საჭიროების შემთხვევაში, ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციით (ICSI) ინ ვიტრო

კვერცხუჯრედების და ემბრიონის კრიოპრეზერვაციის წარმატების მაჩვენებელი

კვერცხუჯრედები – საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაციიდან 10-14 დღის შემდეგ ვიღებთ კვერცხუჯრედებს. მათი რაოდენობა სხვადასხვაგვარია და ქალის ასაკზეა დამოკიდებული.

გაყინვა ანუ კრიოპრეზერვაცია ვიტიფიკაციის მეთოდით კლინიკა ანიმაში ემრბიონის ნებისმიერ სტადიაზეა შესაძლებელი თუმცა უმჯობესია ბლასტოცისტის ანუ მე-5 დღის ემრბიონის სტადიაზე განხორციელდეს შენახვა.

ემბრიონის გაყინვა-გამოლღობის შემდეგ ჩვენს კლინიკაში ბლასტოცისტების 98% გადარჩება. ერთი ან ორი ასეთი ბლასტოცისტის გადატანით კი თქვენ ორსულობის ისეთივე შესაძლებლობა გექნებათ, როგორიც გაუყინავი ბლასტოცისტების გადატანისას. წარმატების მაჩვენებელი ამ შემთხვევაში 65%-ია.